суббота, 4 октября 2014 г.

ქეთევან თედორაძე

                          სახვითი ხელოვნების პედაგოგი


   

ქეთევან თედორაძე

  პროექტი

 "ქართული ხალხური რეწვის გაკვეთილები"

პროექტის მიზანი:

  • საზოგადოების ცხოვრებაში მუზეუმების მნიშვნელობაზე მსჯელობის,კრიტიკული აზროვნების,ჯგუფური,თანამშრომლობითი მუშაობის.შემოქმედებითობისა,საკომუნიკაციო  და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება.

პროექტის ავტორი: სახვითი ხელოვნბების პედაგოგი: ქეთევან თედორაძე

პროექტის თანაავტორი: მუსიკის პედაგოგი: ელზა გარაყანიძე

პროექტის შესრულების დრო: 2014 წლის 12 ოქტომბერი.


 პროექტის მოკლე აღწერილობა:

  • მუზეუმის დათვალიერება


თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა — საბუნებისმეტყველო, მატერიალუტი და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცავი. მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას.
მუზეუმში ექსპონირებულია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი,აჭარა, სვანეთი, ქართლი, კახეთი. ერთი ზონა ეთმობა ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს, რომელთა შორისაა V-VI სს.სიონის ბაზილიკა და აკლდამა, ძვ. წ. II ათასწ. დოლმენი აფხაზეთიდან და საფლავის ქვების მდიდარი კოლექცია.



















  • ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების დამზადება

მუზეუმში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ, პრაქტიკულად შეისწავლონ ტრადიციული სამჭედლო და სამეთუნეო ტექნოლოგიები.
ეს არის მშვენიერი შესაძლებლობა ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ზრდასრული ადამიანებისათვის შეისწავლონ ტრადიციული რეწვა ძალზედ საინტერესო გარემოში,სადაც ჩვენი მოსწავლეები დღეს დიდი მონდომებით ჩაებნენ და საკუთარი ხელით გააკეთეს ,ქართული ხალხური რეწვის სხვადასხვა ნიმუშები.











   

Комментариев нет:

Отправить комментарий